logo
ENG



რუსეთის დუმამ უცხოური მედიების მუშაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

24 მაი 202218:35
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის დუმამ უცხოური მედიების მუშაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო უცხოური მედიების მუშაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. 

კანონპროექტის მიხედვით, მედიების მუშაობა შეიძლება აიკრძალოს "არაკანონიერი, საშიში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არასანდო ინფორმაციის გავრცელების გამო". 

გარდა ამისა, უცხოური მედიას ეკრძალება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც "მიმართულია რუსული ჯარის დისკრეციტაციისკენ ან დაკავშირებულია უცხო ქვეყნების მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან, არასანქცირებულ საპროტესტო შეკრებებთან, ექსტრემიზმის გამართლებისა და ხელისუფლების და სახელმწიფოს აშკარა უპატივცემულობასთან". 

კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას რუსეთის გენერალურ პროკურატურას, აკრედიტაცია ჩამოართვას უცხოელ ჟურნალისტებს იმ შემთხვევაში, თუ მათ "არამეგობრული ქმედება დაუდგინდებათ". 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ანდრეი ლუგოვოი ამბობს, რომ "გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების მიერ ახალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არ შეიძლება და თუ მათი გადაწყვეტილებები მაინც უსამართლო აღმოჩნდება, უცხოური მედია მათ სასამართლოში გაასაჩივრებს". 

მასმედიის შესახებ მოქმედი კანონის თანახმად, მედიას, მათ შორის, უცხოურს, სასამართლომ ლიცენზია შესაძლოა როსკომნადზორის სარჩელით ჩამოართვას. რუსულ მედიებს ეკრძალებათ სიტყვა ომის გამოყენება და უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გაშუქება. ამის გამო მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე დამოუკიდებელმა გამოცემამ, ტელევიზიამ და რადიომ. 


close დახურვა