logo
ENG



რუსეთის დუმაში ჩრდილოეთ კორეასთან დამეგობრების ინიციატივა გაჟღერდა

17 მარ 202216:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/j5nxinzhxlbyl7f.jpg

რუსეთის დუმაში ჩრდილოეთ კორეასთან დამეგობრების ინიციატივა გაჟღერდა. ინიციატივის ავტორი კომუნისტური პარტიის დეპუტატი ყაზბეგ ტაისაევია

ტაისაევი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას უნდა დაუახლოვდეს. კომუნისტი დეპუტატი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. 

"თავად ჩრდილოეთ კორეა იმყოფება მკაცრ ეკონომიკურ ბლოკადაში, რომმელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ არის ორგზანიზებული. მიმაჩნია, რომ ჩვენც უნდა გავაუქმოთ სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ და ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ ავიღოთ გეზი, ხელი შევუწყოთ ერთობლივი პროექტების განვითარებას და გლობალური ამოცანები ერთად შევასრულოთ", - ამბობს ტაისაევი. 

კომუნისტის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას "მრავალი წლის მეგობრობრული ურთიერთობა აკავშირებს". ის ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ყოველთვის რუსეთის მხარესაა: "ხვდებიან, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანასაც მხარს უჭერენ". 


close დახურვა