უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, ახლანდელი მონაცემებით რუსულმა თავდასხმებმა 198 უკრაინელი იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.
ლიაშკოს ინფორმაციით დაჭრილია 1115 ადამიანი.
„ოპერატიული მონაცემების მიხედვით, სამწუხაროდ, ამ დროისთვის ოკუპანტების ხელით 198 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. 1115 კი დაიჭრა, მათ შორის 33 ბავშვი
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ექიმებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების მოძიება დამჭირდებოდა. მაგრამ რუსი ტერორისტების ქმედებების გამო, ვინც მიზანმიმართულად უხსნიან ცეცხლს სასწრაფო დახმარების მანქანებს, ჩვენ ამის გაკეთებაც გვიწევს," - წერს ჯანდაცვის მინისტრი ფეისბუქზე.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის სამედიცინო სისტემა აგრძელებს მუშაობას და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა საავადმყოფოები სათანადოდ იყოს აღჭურვილი.