logo
ENG



რუსეთის თავდაცვა: ბელგოროდში უკრაინის ტერაქტს ხარკივზე დარტყმით ვუპასუხეთ

31 დეკ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/31/9btcxkphqnmk2k5.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბელგოროდში უკრაინის მიერ განხორციელებულ "ტერაქტს" რუსეთმა ხარკივზე დარტყმით უპასუხა.

"გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით ქალქ ბელგოროდს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, მათ შორის ბავშვები.

ამ ტერორისტული აქტის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივში სამხედრო ობიექტებზე დარტყმით უპასუხეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა.


close დახურვა