რუსეთის თავდაცვის მინისტრის სპიკერი იგორ კონაშენკოვი რუსულ სააგენტო TASS-თან აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეისთვის დაგეგმილი სამხედრო მოქმედებები წარმატებით შეასრულეს
„ყველა დავალება, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დღეისთვის ჰქონდათ დასახული წარმატებით შესრულდა“ - აცხადებს კონაშენკოვი.
მისი ინფორმაციით, რუსული შეიარაღებული ძალებმა თავდასხმების შედეგად უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 83 ობიექტი გაანადგურეს, 2 ერთეული Су-27, 2 ერთეული Су -24 საბრძოლო თვითმფრინავები, ერთი ვერტმფრენი და 4 Bayraktar TB-2 დრონი ჩამოაგდეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ „განსაკუთრებული სამხედრო ოპერაცია" ხორციელდება და ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სამხედროები 6-8 კილომეტრით დაწინაურდნენ.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.