logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს

28 ივლ 202319:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/28/ctl298enqp5sqto.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

"კიევის რეჟიმმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელა ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმა განხორციელდა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის საზენიტო რაკეტით.

კიევის რეჟიმის მიერ განხოციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.  

დღეს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში აფეთქება მოხდა. ტელეგრამ არხებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში დიდი კვამლი ჩანს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ზოგიერთ შენობაში ჩაიმსხვრა შუშები.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მალევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რაკეტა აფეთქდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, არიან დაშავებულები. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.


close დახურვა