![2024/05/31/cjz259v4qlz9z5e.png](/uploads_script3/articles/2024/05/31/cjz259v4qlz9z5e.png)
რუსეთში, კრასნოდარის მხარეს ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რეგიონის მეთაური ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად 3 საცავს ხანძარი გაუჩნდა. კონდრატიევი ამბობს, რომ ხანძარს სირთულის მაღალი კატეგორია მიენიჭა. მომხდარის შედეგად ნავთობის საცავების 2 თანამშრომელი დაშავდა - მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწიათ.
გარდა ამისა, კონდრატიევის თქმით, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ღამის განმავლობაში დრონებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რაც მოიგერიეს.
ამ დროისთვის ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.