logo
ENG



რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჩინოვნიკი: ვურჩევ ხარკივის ოლქის მოქალაქეებს, დატოვონ ტერიტორია

10 სექ 202223:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/10/c8k8n1uixnlfmrd.jpg
Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მაღალჩინოსანმა ხარკოვის რეგიონში, ვიტალი განჩევი, ხარკივის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

ტელეგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განჩოვმა თქვა:

"კიდევ ერთხელ ვურჩევ ხარკივის ოლქის ყველა მოქალაქეს, დატოვონ ტერიტორია საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. სახიფათოა ახლა საკუთარ სახლებში ყოფნა."- აცხადებს განჩევი.

მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის მოსახლეობას გაუწიოს ყველანაირი დახმარება.

"ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ ყველა საჭირო დახმარება. ჩვენი წარმომადგენლები რჩებიან ტერიტორიაზე და ხელს უწყობენ მოქალაქეების ევაკუაციას".- ამბობს განჩოვი

გაურკვეველია, რამდენი მაცხოვრებელი სურს დატოვოს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. რეგიონის დიდი ნაწილი უკვე უკრაინულ ძალების კონტროლის ქვეშაა. 

"ჩვენი არმია, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს. ახლაც მესმის ჩვენი სამხედრო ავიაციის მუშაობა."- ამბობს ის.

მან ასევე განაცხადა, რომ ხარკივის დასახლებები უკრაინული ძალების მუდმივი ცეცხლის ქვეშ არის. 

განჩევის თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეხმარებიან მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთაში. 


close დახურვა