logo
ENG



რუსეთის მტკიცებით, ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა

05 სექ 202409:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/ttoahqoowd5i4ey.png

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ანდრეი კრავჩენკო ავრცელებს.

ნოვოროსიისკში ასევე სროლის ხმები ისმოდა.

"გრძლედება უეკიპაჟო კატერების მოგერიება. დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მარჯვენა სანაპირო ზოლის მცხოვრებლებმა - არ გახვიდეთ ქუჩაში. დარჩით შენობებში", - წერს ქალაქის მერი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საზღვაო დრონები უკრაინას ეკუთვნის და 2 ასეთი დრონი გაანადგურეს.


close დახურვა