კრემლი იძირება, მაგრამ ქართველი რუსეთუმეები ისევ ოკუპანტების სამსახურში რჩებიან. 20 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი საქართველოში, რომელიც ბოლო ერთ წელში დარეგისტრირდა - სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებიდან ირკვევა რომ, ოკუპანტების ბიზნეს კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დარეგისტრირებული. შაბათის ფორმულამ რამდენიმე რეგიონში იმოგზაურა, რომ გვენახა ის მისამართები სადაც ყველაზე ხშირად არეგისტრირებენ, რუს ინდმეწარმეებსა და შპს-ებს. 7-ზე მეტი რუსული ბიზნეს სუბიექტი, დარეგისტრირებულია ბოსტანში, ახალციხესთან ახლოს.
რა ღირს, ვინ უწყობს ხელს და როგორ აივსო საქართველოს ქალაქები რუსული ბიზნეს კომპანიებით, რომლების ნაწილიც ბოსტანში, ნაწილი კი კორპუსის სათავსოებშია დარეგისტრირებული.