logo
ENG



რუსეთის სასამართლომ "პირველი არხის" ყოფილ რედაქტორს მშობლის უფლება ჩამოართვა

26 ოქტ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/26/gayagtwrzvjotd0.jpg

რუსეთის სასამართლომ "პირველი არხის" ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას მშობლის უფლება ჩამოართვა. გადაწყვეტილება მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლომ მიიღო.

სარჩელი ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა შეიტანა, რომელიც პროპაგანდისტულ არხის, Russia Today-ს თანამშრომელია. მარინა ოვსიანიკოვას სასამართლომ ორივე შვილისთვის ალიმენტის გადახდა დააკისრა. 

მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს, რუსული პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. ამისთვის სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა და დამნაშავედ ცნო "საჯარო ღონისძიების მოწყობაში ან გამართვაში შეტყობინების წარდგენის გარეშე". მალევე მან შვილებთან ერთად რუსეთი დატოვა. 

ოქტომბერში მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტს "ყალბი სამხედრო ამბების გავრცელებისთვის" დაუსწრებლად 8,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

close დახურვა