logo
ENG



რუსეთის სასამართლომ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

22 მარ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. 

პროკურატურა მისთვის 13 წლით პატიმრობას ითხოვს.

წინა სხდომაზე, რომელიც 15 მარტს გაიმართა, ნავალნი სიტყვით გამოვიდა.

თაღლითობაზე პროკურატურამ საქმე 2020 წლის ბოლოს აღძრა. გამოძიების მტკიცებით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ფონდებში იყო ჩარიცხული.


close დახურვა