რუსეთის ჯარებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე წერს, რომ ოკუპანტებმა ღამით ქალაქის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, დარტყმის ადგილზე ცეცხლი გაჩნდა.
"რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ერთ-ერთი რაკეტა კერძო საწარმოს მოხვდა. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა." - წერს რეზნიჩენკო.
სარაკეტო თავდასხმის დეტალები ზუსტდება.