logo
ENG



რუსეთის ჯარმა დემიდოვადან ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნა, დაიღუპა უკრაინელი სერჟანტი

09 მარ 202215:58
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის ჯარმა დემიდოვადან ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნა, დაიღუპა უკრაინელი სერჟანტი
REUTERS

დღეს, 9 მარტს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ევაკუაციის კოლონას, რომელიც დემიდოვიდან მიემგზავრებოდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა უფროსი სერჟანტი ალექსეი პონომარენკო. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი Facebook-ზე წერს

"დღეს, ოკუპირებული დემიდოვიდან ხალხის ევაკუაციის დროს, გმირულად დაიღუპა პოლიციელი კიევის რეგიონიდან, უფროსი სერჟანტი ოლექსიი პონომარენკო. დამპყრობლებმა ცეცხლი გახსნეს სამართალდამცავებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით", - წერს ის.

ცნობილია, რომ დაშავებულია კიდევ ერთი პოლიციელი და სამოქალაქო პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა