logo
ENG



რუსეთის 3 ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" შემოიღეს

10 აგვ 202422:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/10/rdhg7uree9x6u6g.jpg

რუსეთის ფედერაციის სამ ოლქში - კურსკის, ბრიანსკსა და ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" შემოიღეს. შესაბამისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიიღო.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შესაბამის ზონაში შესვლისას და გასვლისას დოკუმენტების შემოწმებას, კომუნიკაციების გათიშვას, ძალოვნების მიერ ტრანსპორტის რეკვიზიციას, ნებისმიერ შენობაში ძალოვნების შესვლის უფლებასა და სხვადასხვა ობიექტის გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს.

კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების მიზეზად "უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხეები სახელდება.


close დახურვა