რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მონაწილეობით 10 თებერვალს რიწის ტბაზე ანტიტერორისტული სწავლება ჩატარდება. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება Ria Novosty ავრცელებს.
"ანტიტერორისტული სწავლება ჩატარდება რიწაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (აფხაზეთი), რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და ნავები, იმუშავებენ მყვინთავები", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო მინისტრმა.
წვრთნები ერთი დღე გაგრძელდება. იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.