logo
ENG



რუსეთი "გადაჭრით გმობს" ჰამასის ლიდერის მკვლელობას

31 ივლ 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/cu7ea8uko2diygf.jpg

რუსეთმა "გადაჭრით დაგმო" თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მოკვლა.

ეს განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა და თქვა, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაცია მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

"ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი ქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობების წინააღმდეგ და, მეტიც, [ასეთ ქმედებებს] შეუძლია მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის მოხდენა ისედაც დაძაბულ ვითარებაში", - თქვა კრემლის სპიკერმა.

დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.

ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ თეირანში ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.


close დახურვა