logo
ENG



რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზირებულ ქმედებებს-ბათუმში თავდაცვის კონფერენცია მიმდინარეობს

06 ნოე 201911:03
3 წუთის საკითხავი
 
380os17m06wk2ug.png

ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. კონფერენციის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს. 

როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან ამერიკის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, თალაკვაძემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორებმა კრემლს დეოკუპაციისკენ უნდა მოუწოდონ. 

"საქართველო დარჩება წინგამხედავი ქვეყანა, რომელიც შექმნის უკეთეს მომავალს. საქართველო გახდა სამაგალითო ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ინსტიტუციურ რეფორმებს და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას განიცდის. საქართველოს პარლამენტმა ნათელი და ძლიერი განცხადება გააკეთა ქვეყნის ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციის ტექსტშიც შევიდა. ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხანგრძლივი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის. შავ ზღვაში ნატო-სა და ევროკავშირის ჩართულობას მხარს ვუჭერთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მოქალაქეებს მოემსახუროს და მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში უზრუნველყოს. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეუქცევადია. ამერიკა ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორია და ამ მეგობრობით ვამაყობთ. მოკავშირეები უნდა იდგნენ ერთად. რუსეთი რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა მტკიცე მესიჯი უნდა გაუგზავნონ მათ, რომ საზღვრების აშენება ევროპაში არის მიუღებელია. რუსეთი იძულებული უნდა იყოს, რომ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

კონფერენციის მონაწილეებს სითყვით ასევე ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა. მინისტრმა დელეგატებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრების ფარგლებში მნისვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნისვნელოვანია. მან ასევე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოს წინსვლა შეუქცევადია.

"რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზირებულ ქმედებებს. საქართველო მუდმივად გაძლიერების და განვითარების გზაზე დგას. ნატო-ს წევრობის მიღწევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის მხარდაჭერილი. იმისთვის, რომ შეიქმნას უფრო ეფექტური თავდაცვის სისტემა და დაცული იყოს ქვეყნის ქვეყნის სუვერენულობა. სიამაყით ვამბობთ, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს წარმატებულად ვამყარებთ", - აღნიშნა თალაკვაძემ. 

 


close დახურვა