logo
ENG



რუსეთი გამყოფ ხაზს, ქვეყნის მუდამ სტრესში და დაძაბულობაში ყოფნისთვის იყენებს - რომან გოცირიძე

28 ოქტ 201914:49
3 წუთის საკითხავი
 
i125fdpv74bwuh8.png

 

„ერთიანია ნაციონალური მოძრაობის“ რომან გოცირიძის შეფასებით, რუსეთი გამყოფ ხაზს, ქვეყნის მუდამ სტრესში და დაძაბულობაში ყოფნისთვის იყენებს.

როგორც მან პარლამენტში, გამყოფ ხაზთან განვითარებული მოვლენების განხილვის შემდეგ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ფორმა ხელისუფლებაზე ზეწოლისა.

„ერთი რამ ნათელია, რუსეთი საოკუპაციო ხაზს იყენებს, ქვეყნის მუდამ სტრესში და დაძაბულობაში ყოფნის მიზნით. ეს არის ერთ-ერთი ფორმა ხელისუფლებაზე ზეწოლისა. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ დადგება მტკიცედ და წავა დათმობებზე, ეს პროცესი მუდამ განმეორებადი იქნება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელმძღვანელობამ, ისინი პარლამენტშიც არ მოდიან შეხვედრაზე.

„აქ საუბარი ინფორმაციის მოწოდებაზე არ არის, აქ მთავარი კითხვებია რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას. გვაქვს კონკრეტული კითხვები, რა სტრატეგია აქვს ადამიანების დასაცავად, პრევენციისთვის. კონკრეტული საკითხებია, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელმძღვანელობამ და ისინი არც კი მოვიდნენ,“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

 


close დახურვა