logo
ENG



რუსეთი კვლავ ებრძვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას - სამადაშვილი

26 მაი 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მთაწმინდის პანთეონში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე ყვავილები მიიტანეს.

პარტიის წევრების თქმით, გამოწვევები რომლის წინაშეც ქვეყანა გასული საუკუნის 20-იან წლებში იდგა, კვლავ მთავარი გამოწვევაა, მთავარი მტერი კი კვლავ რუსეთი, რომელიც ისევ საქართველოს დაპყრობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს.

„საქართველომ დამოუკიდებლობა ორჯერ გამოაცხადა - ერთხელ რუსეთის იმპერიისგან და მეორედ საბჭოთა იმპერიისგან, სახეცვლილი რუსეთის იმპერიისგან. რუსეთი კვლავ ებრძვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას. სწორედ ეს არის დაპირისპირება საქართველოს დასავლურ მომავალთან - ამაში რუსეთის აქტიურ როლს თამაშობს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ოლიგარქიული მმართველობაც, რომელიც რუსეთის ხელშეწყობით დამყარდა საქართველოში. ჩვენ გჭირდება, რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ ოლიგარქიული მმართველობისგან - ეს არის რუსეთის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური გაძლიერება, რათა შემცირდეს და თანდათან გაქრეს რუსეთის გავლენა საქართველოზე.

„დღესაც საქართველო იბრძვის თავისუფლებისთვის -  ამის გარანტი არის ჩვენი მონდომება, ევროატლანტიკუ სივრცეში ინტეგრირება და რუსეთისადმი ყოველმხრივი გამკლავება, მათ შორის ეკონომიკური გაძლიერებაც", - ამბობს რომან გოცირიძე.


close დახურვა