logo
ENG



რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას "დააკვირდება"

06 სექ 202212:41
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. როგორც ეხო კავკაზა წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება თანამშრომლობის გაღრმავება დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთი, ცხინვალი, დონეცკი და ლუგანსკი.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

"რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში", - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.


close დახურვა