რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წრთვნას ატარებს. სწავლებაში სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საჰაერო-კოსმოსური ძალები მონაწილეობენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიზანი საბრძოლო მომზადების შემოწმებაა.
სწავლებაში შავი და ბალტიის ზღვის ფლოტების ხუთი ხომალდი და სასაზღვრო დაცვის კომპლექსი „ბასტიონი“ არიან ჩართული. რუსეთის სამხედრო მეთაურობის განცხადებით, სწავლებისას სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებიც გამოიყენეს.