logo
ENG



რუსეთმა განაცხადა, რომ დნიპროპიტროვსკის, მიკოლაევისა და ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანა

10 აპრ 202214:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/rmrp2gktllger25.jpg

რუსეთმა განაცხადა, რომ დნიპროპიტროვსკის, მიკოლაევისა და ხარკივზე თავდასხმა განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ რეგიონებზე საჰერო იერიში მიიტანეს. 

"ღამის განმავლობაში სოფელ ზვონეცკეში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, მაღალი სიზუსტის საზღვაო რაკეტებმა გაანადგურეს დნეპროს ნაციონალბატალიონის შტაბი და ბაზა, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები მეორე დღეს ჩავიდნენ". - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა

ასევე, მისი თქმით, "მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტებმა მიკოლაივის ოლქის სტარა ბოჰდანივკას დასახლების მიმდებარედ და ჩუჰუივის სამხედრო აეროდრომზე [ხარკივის ოლქში] გაანადგურეს უკრაინული S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების გამტარებლები"

მანამდე, დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ქალაქ დნიპროში ინფრასტრუქტურა გაანადგურა. 

რუსეთი რუტინულად იმეორებს, რომ მათი სამიზნე "უცხოელი დაქირავებული" და "ნაციონალისტური" ფორმირებებია უკრაინაში და უარყოფს, რომ თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს. 

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს არაერთი ფაქტი, ფოტო და ვიდეომასალა. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან და ხოცავენ სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბავშვებს და მოხუცებს. 


close დახურვა