![2024/02/28/fvaxcopmio74gxm.png](/uploads_script3/articles/2024/02/28/fvaxcopmio74gxm.png)
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად დაჭრილია 5 ადამიანი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობები და მანქანები.