დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ცნობით, დღეს რუსეთმა ჩასოვი იარზე მიიტანა იერიში.
მისი თქმით ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა.
კირილენკომ ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„დღე არ გადის დონეცკის რეგიონში რუსეთის მხრიდან მოქალაქეების თავდასხმის გარეშე. ისინი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს დაფრინავენ. რეგიონში დარჩენა საშიშია“ - განაცხადა კირილენკომ.