რუსეთმა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლისა და თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"15 მარტის მდგომარეობით, ეს პირები არიან "შავ სიაში" - ამბობენ უწყებაში.
მანამდე, რუსეთმა სანქციები აშშ-ის ოფიციალურ პირებს დაუწესა.
სანქციები დაუწესდათ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს და კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირს აშშ-ში.
რუსეთის თქმით, აღნიშნული სანქციები "უპრეცედენტო სანქციების სერიის საპასუხოა".