logo
ENG



რუსეთმა იულია ნავალნაიას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა და მასზე ძებნა გამოაცხადა

09 ივლ 202419:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/3bmb210ej5mn4gm.jpg

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელს იულია ნავალნაიას.

სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და იულია ნავალნაიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".

მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის თანახმად, იულია ნავალნაია ასევე ძებნაში გამოაცხადეს. მისი პატიმრობის ვადის ათვლა რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადაციის/ქვეყანაში დაკავების მომენტიდან დაიწყება.

ბრალდების თანახმად, ალექსეი ნავალნის ცოლს 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა