logo
ENG



რუსეთმა მიკოლაევს რაკეტებით შეუტია, დაღუპულია ერთი ადამიანი

15 ოქტ 202414:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/mazu051dzql2wgf.jpg

ღამით რუსეთი სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევს რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა და 23 ადამიანი დაშავდა

მიკოლაევის გუბერნატორის ვიტალი კიმის განცხადებით, რუსეთმა ქალაქს S-300 საზენიტო რაკეტებით შეუტია. დაბომბვის შედეგად სამრეწველო ობიექტი, რესტორნების კომპლექსი, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ მაშველებმა ქალაქის საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, ხოლო სარესტორნო კომპლესისა და მაღაზიების მიმდებარედ ხანძარის ჩაქრობას კვლავ ცდილობენ.

მიკოლაევი და სხვა სამხრეთ რეგიონები რეგულარულად განიცდიან რუსეთის თავდასხმებს.

 

close დახურვა