logo
ENG



რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექ 202014:57
3 წუთის საკითხავი
clock 2037
f4t1ptk8wsx41qh.jpg

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ვერტმფრენით იმყოფებოდნენ და ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინეს.

როგორც ფორმულას სუს-ში განუცხადეს, აღნიშნული საკითხი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე იქნება დასმული. 

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა უკანონო დაკავებები, მავთულხლართების გავლება და ზაზა გახელაძის საკითხი იქნება.


close დახურვა