logo
ENG



რუსეთმა ხერსონის ცენტრი დაბომბა - არის მსხვერპლი

24 დეკ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/24/wx6utf9jrny0gml.jpg

რუსეთმა ხერსონი დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, არის 5 დაღუპული, ხოლო დაიჭრა 20 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბომბვის შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა.

"ტერორისტი ქვეყანა აგრძელებს რუსული მშვიდობის მოტანას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი. დილა, შაბათი, შობის წინა ღამე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არაა სამხედრო ობიექტი, ეს არაა ომი წესებით. ეს ტერორია, ესაა მკვლელობა დაშინებისა და კმაყოფილებისთვის", - დაწერა ზელენსკიმ.


close დახურვა