logo
ENG



რუსეთს უნდა, რომ ჟენევის დისკუსიები ჟენევაში აღარ ჩატარდეს

21 ივნ 202213:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/ozj51evynuwnoxo.jpg

რუსეთში სურთ, რომ ჟენევის დისკუსიები ჟენევაში აღარ ჩატარდეს და "ნეიტრალურ ადგილზე" გადავიდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული.

სამინისტროში ამბობენ, რომ 20 ივნისს მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ვიდეოშეხვედრა გამართა. როგორც სამინისტროში ამბობენ, მთავარი საკითხი დისკუსიების აღდგენა იყო.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თანათავმჯდომარეებმა ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადეს 56-ე რაუნდის შეხვედრა, რომელიც მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი. მას შემდეგ კი ფორმატი "გაყინულია". შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

"რუსული მხარის მხრიდან ხაზგასმულია აშშ-ს, ევროკავშირის, ეუთოსა და შვეიცარიის დესტრუქციული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალური ფუნქცნიონირებისთვის. შექმნილ პირობებში ობიექტურად დგება სხდომების ჟენევიდან ყველა მონაწილისთვის მეტად ნეიტრალურ ადგილზე გადატანის საკითხი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


close დახურვა