რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში 2 აფეთქება მოხდა, არავინ დაშავებულა.
ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა გაავრცელა.
ადგილობრივი დროით დილის 2:40 საათზე მან ტელეგრამზე დაწერა:
"30 წუთის წინ 2 ძლიერი აფეთქების ხმამ გამაღვიძა. ოპერაციული სამსახურის ცნობით, არ მომხდარა ნგრევა ან დაზიანება, არ არის მსხვერპლი".
ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრით არის დაშორებული.