10 ადამიანი დააკავეს დემონსტრაციისას რუსეთში. პეტერბურგში გამართული აქცია „ომონის“ მებრძოლებმა დაშალეს, მისი მონაწილეები კი დროებით იზოლატორში გადაიყვანეს.
აქცია მოძრაობა „სოლიდარობის" მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებდნენ.
ცვლილებები რუსეთში საერთაშორისო სამართლის ნორმების გავლენის შემცირებას და სახელმწიფო საბჭოსთვის საკონსტიტუციო ორგანოს სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.