რუსეთში უბედური შემთხვევა მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა, ხიდიდან გადავარდა და გაყინული მდინარის ზედაპირს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. 21 დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაში სავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
რუსეთში მომხდარ ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა
01 დეკ 201917:28
3 წუთის საკითხავი