logo
ENG



რუსეთში მოქალაქეები უკრაინაზე თავდასხმას აპროტესტებენ - აქციებზე 1237 ადამიანი დააკავეს

24 თებ 202222:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/5p6ltqxmp7xcfsa.png

რუსეთის 49 ქალაქში მოქალაქეები უკრაინაზე თავდასხმას აპროტესტებენ. პროტესტი დილიდან ერთკაციანი აქციებითა და პიკეტებით დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქციები იმართება მათ შორის მოსკოვშიც. 

უფლებადამცველი ჯგუფი ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე ამ დროისთვის 1237 ადამიანი დააკავეს, აქედან 629 მხოლოდ მოსკოვშია დაკავებული. ინფორმაცია დაკავებულების შესახებ სისტემატიურად იცვლება. 

სოციალურ ქსელებში დაკავებების ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა