logo
ENG



უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

15 ოქტ 202611:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/15/diq6bt69i0i52ud.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ოქტომბერს Financial Time-სთან ინტერვიუში განცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარყტმებს განაახლებს.

"შეზღუდვა (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესახებ) მოხსნილია. ამით დავასრულეთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, უკრაინამ მართლაც შეაჩერა თავდასხმები, თუმცა, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები გააგრძელა - ამ დროს კი, უკრაინა რუსული ბალისტიკური რაკეტების გამოშვების შესახებ აშშ-ის წინასწარი მონაცემების გარეშე დარჩა.

ამასთან, შეფერხდა Starlink-ის მუშაობა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, არ იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული. 

Reuters Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის მზაობა, მოსკოვთან საქმიანი გარიგება დადოს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალად ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოხატული აშკარა სიმპათია.


close დახურვა