logo
ENG



რუსეთში მწერალი ბორის აკუნინი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

18 დეკ 202323:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/18/lhrxsr03l1ttxcv.jpg

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი - გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

როგორც გამოცემა მედუზა წერს, რეესტრში მისი სახელი ფიფქით (*) არის აღნიშნული. როგორც ცნობილია, ასე იმ ადამიანებს/ორგანიზაციებს აღნიშნავენ, რომლებიც ტერორიზმის მონაწილეობაში არიან ბრალდებული.

რამდენიმე დღის წინ აკუნინსა და კიდევ ერთ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან ერთ-ერთმა მსხვილმა გამომცემლობამ (ACT) თანამშრომლობა გაწყვიტა და მათი წიგნების გაყიდვაზე უარი თქვა. ამის მიზეზი მწერლებთან რუსი, კრემლის მომხრე პრანკერების ზარი გახდა, სადაც მათ თავი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებად გაასაღეს, მწერლებმა კი მათთან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.


close დახურვა