logo
ENG



რუსეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს

04 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, წლის ბოლომდე გაახანგრძლივონ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების ნაწილს ეტაპობრივად გააუქმებენ, ნაწილს კი ძალაში ვაქცინის შექმნამდე დატოვებენ.

პარალელურად, რუსეთში ეგრეთ წოდებული იმუნიტეტის პასპორტების შემოღებას განიხილავენ. საუბარია სპეციალური სისტემის შექმნაზე, სადაც ყველა დაავადებული პაციენტის მონაცემებს შეიყვანენ.

რუსეთი მსოფლიოში ვირუსის შემთხვევების რაოდენობით მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ბოლო ორ დღეში ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 10 ათას 600 შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 134 ათას 700-სს აჭარბებს. გარდაცვლილია 1280 ადამიანი.


close დახურვა