logo
ENG



რუსეთში რადიო თავისუფლებისა და Meduza-ს დაბლოკვა დაიწყეს

04 მარ 202209:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/809sjzrp2hgirwz.jpg

რუსეთში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და გამოცემა Meduza-ს ვებგვერდების დაბლოკვა დაიწყო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიებს უფრო მეტად ავიწროებს.

როგორც რადიო თავისუფლებაში ამბობენ, რუსეთში ვებგვერდებს ვეღარ ხსნიან. მანამდე კი რედაქციამ მარეგულირებელი კომისიისგან დაბლოკვის შესახებ გაფრთხილება მიიღო. დაბლოკილია რეგიონული გამოცემების Север.Реалии-სა და Сибирь.Реалии-ს ვებგვერდები.

Meduza-ს რედაქცია ამბობენ, რომ ვებგვერდი რუსეთში მომხმარებლებისთვის ნაწილისთვის უკვე ხელმიუწვდომელია.

3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა კრიტიკულმა ტელეარხმა TV Rain-მა. რედაქტორებისა და თანამშრომლების ნაწილმა კი რუსეთი დატოვა. 

როგორც გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ თქვა, ე.წ. ფეიკნიუსების შესახებ კანონის მიღების შემდეგ მუშაობა შეუძლებელი იქნება. გენპროკურატურის მოთხოვნით კი უკვე დაბლოკილი იყო TV Rain-ისა და ეხო მოსკვის ვებგვერდები.

უწყებაში ამბობენ, რომ ეხო მოსკვის და დოჟდის მიერ განთავსებული მასალა "შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას". 


close დახურვა