logo
ENG



რუსეთში რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს

05 სექ 202419:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/ue2zi2ic0vjhnr5.jpg

სმოლენსკის ოლქში გერმანიის მოქალაქე, რეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი დააკავეს. 

ნეკრასოვი ახალ ფილმზე მუშაობდა, რომელიც რუსეთის შესახებ კვლევითი პროექტია. ამის შესახებ თავად რეჟისორმა სატელეფონო ზარის მეშვეობით Deutsche Welle-ს განუცხადა.

ნეკრასოვის თქმით, ის 24 აგვისტოს FSB-ის თანამშრომლებმა დააკავეს. რეჟისორის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული მუხლის დარღვევაში "არაკანონიერი პროფესიული საქმიანობის" მუხლით აღიძრა. სასამართლომ მას უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების იზოლატორში 90 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ნეკრასოვი სანკტ-პეტერბურგის მკვიდრია, გერმანიაში კი 1970-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა. რეჟისორი ამჟამად მხოლოდ გერმანიის მოქალაქეა. 

ნეკრასოვი აცხადებს, რომ მოსამართლემ არაპროპორციული გადაწყვეტილება მიიღო და ფიქრობს, რომ მისი პატიმრობა გრძელვადიანი იქნება. 

ჟურნალისტებთან რეჟისორმა აღნიშნა, რომ დაკავების იზოლატორში ცუდი პირობებია, ამის შემდეგ კი ტელეფონი ჩამოართვეს.

ანდრეი ნეკრასოვის ავტორია ფილმისა, რუსული გაკვეთილები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებს ასახავს. ასევე, მისი ავტორობითაა ფილმები - აჯანყება, რომელიც 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებების შესახებაა და ლიტვინენკოს საქმე, რომელიც ლონდონში FSB-ის ყოფილი ოფიცრის მოწამვლას ეხება. 

 

close დახურვა