logo
ENG



რუსეთში ძებნილი ალექსანდრე ბანძიუკოვის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან შველას ითხოვს

05 ნოე 201920:04
3 წუთის საკითხავი
 
73ctmh4g828oup6.jpg

რუსეთში ძებნილი ალექსანდრე ბანძიუკოვის ცოლი ყვება, რომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის რეჟიმისგან დაცვას უკვე წელიწადზე მეტია, სთხოვს. მისი ქმარი სამხრეთ სახალინსკის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაღალჩინოსანია, რუსეთის ეფ-ეს-ბეს გამოექცა და თბილისს შეაფარა თავი. ბანძიუკოვმა პოლიტიკურ თავშესაფარის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა ციხეში აღმოჩნდა და ექსტრადიციას ელოდება.

ცოლი, ასევე, გვიყვება რომ თავისუფლების აღკვეთის დღიდან მისი ქმრის მდგომარეობა საპატიმროში უკიდურესად დამძიმდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა, ბოლოს კი გულზე 2 ოპერაცია ჩაუტარდა.

არასამთავრობო სექტორი რუსი ჰაკერის - სუმბაევის საქმეს იხსენებს და ბანძიუკოვის საქმესთან მსგავსებას ხედავს. ამბობენ, რომ ლარისა ბანძიუკოვას ეჭვები უსაფუძვლო არ არის, რადგან, როდესაც საქმე რუსეთის ინტერესებს ეხება, ხელისუფლება ყოველთვის დათმობაზე მიდის.

გადასცემენ თუ არა ალექსანდრე ბანძიუკოვს რუსეთს, ჯერ უცნობია. საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 15 ნოემბერს ეწურება. ლარისა ბანძიუკოვა რუსეთის ეფ-ეს-ბეს-გან დაცვის თხოვნით ყველა ინსტანციას - იუსტიციის მინისტრს, პარლამენტს, სახალხო დამცველს და პრეზიდენტს უკვე მიმართა.

 


close დახურვა