logo
ENG



რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეუღლისა და შვილების პასუხი ვირუსსზე დღეს იქნება

03 აპრ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

დაინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეუღლე და შვილი გადაყვანილები არიან ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, ტემპერატურა აღენიშნება მეუღლეს.

"დადასტურდა კორონავირუსის ფაქტი. ოჯახიდან ასევე გადაყვანილია მეუღლე და ორი ბავშვი, რომელთა პასუხი დღეს იქნება. როგორც ვიცი, მეუღლეს აქვს სიცხე"-განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობილია, რომ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. დეპუტატის გარდა, ინფიცირებულია მისი დედაც და მამაც. მას შემდეგ რაც რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კოვიდ 19 დაუდგინდა თვით იზოლაციაში იმყოფება ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა დაინფიცირებულ დეპუტატთან. როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს,  დღეის მდგომარეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია 50 კონტაქტი. თუმცა "ფორმულას" ინფორმაციით კონტაქტების რიცხვი ბევრად დიდია. 

"ეს დეპუტატი ესწრებოდა საკრებულოს სხდომას. დისტანცია დაცული იყო მაშინ 1 მეტრი, რადგან იმ პერიოდში ამგვარი რეკომენდაცია იყო გაცემული. უმრავლესობა ვიყავით პირბადეებით",-აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ნანა შატბერაშილი.

 


close დახურვა