ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 90.61% მიიღო.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:
N34 – მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის მამუკა ტუსკაძე – 2 634 ხმა (6.952%);
N41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ირაკლი შატაკიშვილი – 34 333 ხმა (90.612%);
N59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია კამალ მურადხანოვი – 923 ხმა (2.429%).
რუსთავში კიდევ ერთი კანდიდატი უნდა ყოფილიყო ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც მხარს ოპოზიციური პარტიები უჭერდნენ, თუმცა მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ომის პირობებში საარჩევნო კამპანიას ვერ ჩაატარებდა და მოუწოდა მმართველ პარტიას, არჩევნები გადაედო. ჯაფარიძემ კანდიდატურა მოხსნა.
რუსთავში პარლამენტის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.