რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ განცხადებას დღეს გაავრცელებდა. მათ ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება და მხოლოდ პატიმრების გარდაცვალება დაადასტურეს.
გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.