რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. შედეგად, დაახლოებით 5 პირია დაკავებული. ადგილზე პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ დაკავებულები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს.
მათი ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.