logo
ENG



რუსთავში კაცი დაჭრეს

27 თებ 202401:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/4bhqxq2s7xlnbv1.jpg

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა.

გამოცემის ცნობით, გასართობ ობიექტში ახალგაზრდებს ადგილზე მყოფ ერთ-ერთ კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

ინფო რუსთავი წერს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მათივე ცნობით, დაჭრილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფორმულა დეტალებს არკვევს. 


close დახურვა