ქურდობა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცმა კომენდანტის საათის დროს „ორი ნაბიჯის" გაქურდვა სცადა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მამაკაცმა მაღაზიაში შეღწევის მიზნით, კარის შუშა აგურით ჩატეხა. მაღაზიაში შესვლის შემდეგ კი სიგარეტები მოიპარა. ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
„ორ ნაბიჯში“ ქურდობის ეს უკვე მეორე ფაქტია, მაღაზია 3 კვირის წინ უკვე დააყაჩაღეს ასევე კომენდანტის საათის დროს.
