logo
ENG



რუსთავში მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

10 თებ 202413:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/10/98r53uuuzw6j875.jpg

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაა. 

გუშინ, 9 თებერვალს  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 

შსს-მ თავდამსხმელი, 1988 წელს დაბადებული კაცი იმავე დღეს დააკავა. 

 


close დახურვა