logo
ENG



რუსთავის ბაზარში კაცმა მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა - მოკლულია 4 ადამიანი, დაჭრილია 1

09 თებ 202411:35
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ინფო რუსთავი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ განახორციელა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. 

"სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

 

 


close დახურვა