რუსთავში, შარტავას გამზირზე პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ინფო რუსთავი ავრცელებს.
მათი ცნობით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, დაშავებულებს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.
გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებმა მათ უთხრეს, რომ "პიტბული თავს ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა". მათივე მტკიცებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.